|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვაა"(R)

 “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხისა და ადიგენის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კოპაძე ახალციხეში ზარზმელის, მებაღიშვილისა და რაბათის ამომრჩეველს შეხვდა. გიორგი კოპაძესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა ახალციხის მერობის კანდიდატი, ვლადიმერ ზედგინიძე და ბორჯომი-ასპინძის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატი, გედევან ფოფხაძე. შეხვედრაზე ყურადღება მე-2 ტურში ამომრჩევლის მონაწილეობის მნიშვნელობაზე გამახვილდა. ამასთან, მაჟორიტარობის კანდიდატი ადიგენში, ახალგაზრდულ ცენტრში, აჭარელ ახალგაზრდებს შეხვდა. „მნიშვნელოვნად მიმაჩნია კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად გავიარო ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვაა! ჩვენ ყველამ ერთად 30 ოქტომბერს უნდა მოვიპოვოთ საბოლოო გამარჯვება“,-განაცხადა გიორგი კოპაძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა