|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ცისფერყანწელების ქალაქი“-ქუთაისში ფილმს იღებენ

„ცისფერყანწელების ქალაქი“-ამ სახელწოდებით ქუთაისში ფილმის გადაღება იგეგმება. მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის ღირებულება 6 000 ლარს შეადგენს.  

„მიმწოდებელი“ ვალდებულია უზრუნველყოს 3 დოკუმენტური ფილმის - „ცისფერყანწელების ქალაქი“-ს გადაღება და მიწოდება უზრუნველყოს ხელშეკრულების დადებიდან 2016 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.

თითოეული ფილმის ქრონომეტრაჟი უნდა იყოს მინიმუმ 25 წთ და მაქსიმუმ 35 წთ. პირველ ფილმში ასახული უნდა იყოს ცისფერყანწელების როლი ქუთაისის კულტურულ განვითარებაში, მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისის კულტურული ცხოვრება და მისი როლი. მეორე ფილმში პაოლო იაშვილი როგორც ცისფერყანწელების იდეის სულის ჩამდგმელი, ბიოგრაფია, ორი სახლ-მუზეუმი, მისი ურთიერთობა დანარჩენ ცისფერყანწელებთან, ორდენის ჩამოყალიბება და განვითარების როლი მწერალთა კავშირის ჩამოყალიბება. მესამე ფილმში ასახული უნდა იყოს ტიციან ტაბიძე, მისი ბიოგრაფია, შემოქმედება, ურთიერთობა გალაკტიონთან და ცისფერყანწელებთან, ფილმის ბოლოს “ცისფერყანწელები“-ს დასასრული.

ფილმში ნაჩვენები უნდა იყოს პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის და გალაკტიონ ტაბიძის სახლ- მუზეუმები. თბილისში მწერალთა კავშირის შენობის კადრები. ფილმი გამდიდრებული უნდა იყოს დინამიური კადრებით.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა