|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ცისფერყანწელებს“ ძეგლს დაუდგამენ

 “ცისფერყანწელთა ორდენის“ წევრი პოეტების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ობიექტის ესკიზის გამოსავლენად თბილისის მერიამ კონკურსი გამოაცხადა. გამარჯვებული ესკიზის მიხედვით შექმნილი მემორიალური ობიექტი თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მოქანდაკის მიერ შერჩეულ ადგილზე განთავსდება.

კონკურსში მონაწილეობა როგორ ფიზიკურ პირებს, ასევე შემოქმედებით კავშირებსა და ავტორთა ჯგუფებს შეუძლიათ. გამარჯვებულ პროექტს ღია კონკურსის საშუალებით საკონკურსო კომისია გამოავლენს.
საკონკურსო განაცხადი და მასზე თანდართული დოკუმენტაცია მიიღება თბილისის მერიაში, კონკურსის გამოცხადებიდან 70 კალენდარული დღის განმავლობაში. საკონკურსო წინადადებები  მათი მიღების დასრულებიდან 10 კალენდარულ დღეში საჯაროდ გამოცხადდება.

ცისფერყანწელების ორდენი 1916 წელს  ქუთაისში შეიქმნა. ამ მოვლენის აღსანიშნავი 100 წლის იუბილე გასულ წელს აღინიშნა, თუმცა მსგავსი ტიპის  მემორიალური ძეგლი ქუთაისში არ შექმნილა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა