|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ციხეებში კოვიდია"- უფლებადამცველები პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლებას ითხოვენ

"ციხეებში კოვიდია, სოლიდარობა პატიმრებს"-ამ შინაარსის ტრანსფარანტებით აქცია გაიმართა ქუთაისში. უფლებამდამცველებმა და პატიმრების ოჯახის წევრებმა ხელისუფლებას ჰუმანური აქტის განხორციელებისკენ მოუწოდეს.

მათი თქმით, ინფიცირებული პატიმრების რაოდენობა იზრდება და მდგომარეობის შემსუბუქებლად, აუცილებელია სასჯელის 1/4-ით შემცირება და პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლება.

ადვოკატების თქმით, ჩაიკეტა ციხეები და პატიმრებს, შეეზღუდათ კომუნიკაცია, როგორც ოჯახთან ასევე ადვოკატებთან, ამიტომ მოითხოვენ, პატიმრებს, რომლეთაც 11 თვე გაატარეს ციხეში, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოთ და შეუმსუბუქდეთ სასჯელი.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა