|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცნობილი სოპრანო მარიკა მაჩიტიძე ქუთაისის ოპერის თეატრში იმღერებს

  ცნობილი სოპრანო მარიკა მაჩიტიძე ქუთაისის  ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში  25 იანვარს  წარსდგება. ჯუზეპე ვერდის ოპერა "ტრავიატა" 19 საათზე დაიწყება. 

მარიკა მაჩიტიძემ თავდაპირველი მუსიკალური განათლება ქუთაისის სამუსიკო სკოლაში, ჯერ ვიოლინოს, შემდეგ კი ვოკალის განხრით მიიღო. 2002-2008 წლებში იგი თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, პროფესორ მედეა ამირანაშვილის კლასში სწავლობდა.
2010-11 წლებში, იტალიაში, „როდოლფო ჩელეტის“ ბელ კანტოს აკადემიაში და მილანის ლა სკალას აკადემიაში მასტერკლასები ისეთი გამოჩენილ პედაგოგებისგან მიიღო, როგორებიც არიან ალბერტო ძედა, ტიციანა ფაბრიჩი, ლუჩანა სერა და ვინჩენცო სკალერა.

2013 წელს მარიკა მაჩიტიძემ ფრანგული სასიმღერო ხელოვნების სპეციალური კურსი გაიარა ფრანგული სიმღერისა და ოპერის აკადემიაში, ფლორანს დაგერ დე ჰიუროსთან და კეროლაინ დაუდლთან; მომდევნო წელს კი, მასტერკლასებს მარია მალიბრანის საერთაშორისო აკადემიაში ცნობილ ქართველ მომღერალთან იანო თამართან (ალიბეგაშვილი) იღებდა.

2009 წლიდან მარიკა მაჩიტიძე თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია.
სოპრანოს მრავალ პარტიას შორის მის რეპერტუარშია ვიოლეტას (ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა“), ჯილდას (ჯუზეპე ვერდის „რიგოლეტო“), ლუჩიას (გაეტანო დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმური“) პარტიები.

სოპრანო საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა მეოთხე რესპუბლიკური კონკურსის მესამე ადგილის მფლობელი და ლადო ათანელის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა