|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცვლილებები, რომლის გატარებას მთავრობა გეგმავს

 იმ ცვლილებები შესახებ, რომლის გატარებასაც მთავრობა გეგმავს, შედის სიგარეტზე, იმპორტირებულ ავტომობილებსა და ნავთობპროდუქტებზე აქციზის გაძვირება.

 მთავრობის განმარტებით,  თამბაქოს ფასი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია საქართველოში.

„ამასთანავე, ვგეგმავთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების კონტროლის გააქტიურებას“,- განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 
 აქციზის განაკვეთი გაიზრდება იმპორტირებულ ავტომობილებზე, თუმცა ის რეგიონის ქვეყნებში არსებულ განაკვეთებზე რამდენჯერმე დაბალი იქნება. აქციზის გადასახადის მატება შეეხება ნავთობპროდუქტებსაც.

იზრდება სათამაშო ბიზნესში მოსაკრებელიც.

მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა ე.წ. ლარიზაციის გეგმა, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი გრძელვადიანი და საშუალოვადიანი ნაბიჯები. 
ამავე გეგმის მიხედვით, როგორც ერთჯერადი სოციალური აქცია მოხდება 2015 წლის 1 იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა, არსებულ კურსს მინუს 20 პუნქტის ოდენობით. ერთ კლიენტზე ერთ ბანკში 100 ათასი ლარამდე ნარჩენი თანხის სუბსიდია, გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტში, მაგალითად, თუ კურსია 2.50 - მოხდება ლარში კონვერტაცია კურსით 2.30 ამ. სესხებზე გაუქმდება წინასწარ დაფარვის საკომისიოც. ბანკები ვალდებული იქნებიან, გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში შეტყობინება გაუგზავნონ ყველა კლიენტს, ვისაც ეს გადაწყვეტილება პოტენციურად შეეხება, რაც საგრძნობლად შეამცირებს ზეწოლას ლარის კურსზე.

ამავე გეგმით, მცირე ზომის სესხები, ახალი სესხების - 2017 წლის 1 იანვრიდან 100 ათას ლარამდე და შემდეგ წელს 200-მდე ათას ლარამდე - გაიცემა მხოლოდ ეროვნული ვალუტით.

ამ ნაბიჯით მთავრობა გეგმავს ერთჯერადად დაეხმაროს ყველაზე დაზარალებულ ჯგუფს.

ამასთან, უნდა მოხდეს ლარით ფასდადება. მომზადდება რეკლამის შესახებ კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების ფასის გამოქვეყნება აუცილებელი იქნება ლარით. ეს არ გულისხმობს სხვა ვალუტით ფასის გამოცხადების აკრძალვას.

ეროვნულ ბანკთან მზადდება მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტი, რომლის მიხედვითაც აიკრძალება ონლაინ სესხების გაცემა.

ცვლილებები ძალაში 2017 წლიდან შევა.

 

ავტორი: ნიუპრესი