|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაბა ჩაქვში ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა [VIDEO]

დაბა ჩაქვში, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განმარტებით, მავნებელთან  ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად, რეგიონს,20 ათასი ლიტრი პრეპარატი და 3 500 ცალი ფერომონი გადმოეცა. გიორგი ხანიშვილის თქმით, მობილიზებულია  6 ერთეული  მაღალი გამავლობის სპეცმანქანა შესაწამლი აგრეგატებით.

აქვე აღინიშნა, რომ მავნებლის იდენტიფიცირება და გავრცელების არეალი შტაბის მიერ მონიტორინგის მეშვეობით დადგინდება, რის შემდეგაც გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.

შაბლონური ტექსტი რადიოებისათვის: მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა