|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაცვის პოლიციელს გრაფინი, სავარაუდოდ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჩაარტყა

ბაღდათის საკრებულოს წევრების მონაწილეობით მომხდარ ჩხუბში დაცვის პოლიციის თანამშრომელს თავში გრაფინი სავარაუდოდ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჩაარტყა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბაღდათში ადასტურებენ, თუმცა მხოლოდ  არაოფიციალურ საუბრებში.  "ნიუპრესს" წყაროს ინფორმაციით, ცდილობენ საქმის კვალიფიკაციის შეცვლას, რა მიზნითაც დაზარალებულზე ზემოქმედებასაც არ ერიდებიან. 

დაცვის პოლიციელის დაჭრის ფაქტი"ნიუპრესს" დაუდასტურეს დაცვის პოლიციაში. 

"დაჭრილი პოლიციელი ჩვენ იმ დღესვე მოვინახულეთ, მას თავში გრაფინი ჰქონდა ჩარტყმული,  ჩაუტარდა ოპერაცია,  თუმცა ამჟამად საავადმყოფოში არ იმყოფება, მკურნალობას ბინაზე გადის.  გეგეშიძე ჩვენთან იმყოფება ბიულეტენზე", -განუცხადა "ნიუპრესს დაცვის პოლიციის თანამშრომელმა, რომლის ვინაობასაც ამ ეტაპზე შეგნებულად არ ვასახელებთ. 

 

ჩვენ დავუკავშირდით ბაღდათის  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ნოდარ გიორგიძეს, მან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი დაადასტურა, თუმცა კითხვაზე ნამდვილად მან ჩარტყა თუ არა გრაფინი დაცვის პოლიციელს, განაცხადა, რომ გამოძიების დასრულებამდე ვერაფერს იტყვის. 

თერჯოლის სოფელ სარბევში, რესტორან "წინაველში" რვა მარტს მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას უამრავი თვითმხილველი ყავს.   შინაგან საქმეთა სამინისტოში დაპირისპირების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა დაჭრის ფაქტს ამ დრომდე უარყოფენ. 

 

ფიზიკური დაპირისპირება ბაღდათის საკრებულოს წევრებსა და მოქალაქეებს შორის

ბაღდათის საკრებულოს წევრების ჩხუბის დროს დაცვის თანამშრომელი დაიჭრა

 

ავტორი: ირინა მაკარიძე