|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაკავებული ირაკლი მერკვილაძის ადვოკატს სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ ჩაბარებია

ქუთაისის ნომერ მეორე სამშობიარო სახლის დაკავებული დირექტორის ადვოკატს სასამართლო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ ჩაბარებია. ალექსანდრე თათელიშვილის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას 9 თებერვალს ელოდნენ, თუმცა უწყისი არ მიუღიათ, რის გამოც სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას ვერ ახერხებენ. 

„პარასკევს ველოდებოდით სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებას, მაგრამ არ მოგვაწოდეს. გვპირდებიან, რომ ორშაბათს იქნება. ამაში დიდი დარღვევა არაფერია, განსხვავებით მოსამართლის გადაწყვეტილებისა, რომელმაც ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ჯერ ვერ ვახერხებთ, რადგან არ ჩაგვბარებია“-განაცხადა ალექსანდრე თათელიშვილმა. მისი განცხადებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციოში გასაჩივრებისთვის ერთთვიანი ვადა აქვთ.

ირაკლი მერკვილაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 26 იანვარს დააკავეს. მას ბრალად 2013 წელს საკეისრო კვეთის შემდეგ  22 წლის ვიოლეტა მატინოვას (ნიკოლეიშვილი) სიკვდილი ედება. გარდაცვლილი მატინოვას დედა ექიმ ირაკლი მერკვილაძეს უყურადღებობაში ადანაშაულებდა.

სასამართლო პროცესი 5 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.           

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა