|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტვიშში ერთმანეთს რიონის ხეობის მცველები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ

დაპირისპირება იყო ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში, ერთმანეთს რიონის ხეობის მცველები და სამართალდამცველები  დაუპირისპირდნენ. 

ჰესის მოწინააღმდეგეები "ენკას" ტექნიკას ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილების უფლებას არ აძლევდნენ, რა დროსაც ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ აქციის მონაწილეები გზიდან იძულების წესით გადაიყვანა. ინფორმაციას და ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში ლაშა მესხი ავრცელებს.

ამ დროისათვის უცნობია, არიან თუ არა დაკავებულები.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა