|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაპირისპირების გამო ჩაშლილი მატში მაყურებლის გარეშე გაიმართება

რამდენიმე დღის წინ ქუთაისის სპორტის სასახლეში  თბილისის "დინამოს" და "ქუთაისი 2010" დაპირისპირების გამო ჩაშლილი მატში მაყურებლის გარეშე გაიმართება. ამის შესახებ ფედერაციის გამგეობამ და სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელეს. მათი განცხადებით, ფედერაცია გმობს  ყველანაირ ძალადობას, როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

"საკალათბურთო კლუბ „ქუთაისი 2010“-ს გასული სეზონის განმავლობაში მიეცა არაერთი გაფრთხილება თამაშის ორგანიზებასთან დაკავშირებით. მიუხედავად კლუბის ხელმძღვანელობის მიერ გატარებული არაერთი პრევენციული ღონისძიებისა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სათამაშო გარემო,  25 ნოემბერს,  ქუთაისში, საკალათბურთო სუპერლიგის მატჩის „ქუთაისი 2010“ და „თბილისის დინამოს“ მსვლელობისას მაყურებლის მხრიდან კვლავ იქნა ნასროლი მოედნის მიმართულებით სხვადასხვა საგნები, რის გამოც მსაჯებმა მიიღეს გადაწყვეტილება მატჩის შეწყვეტის შესახებ. 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობამ იხელმძღვანელა დებულების მე-13 მუხლის (სუპერლიგის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნები) 13.3 პუნქტით და მიიღო გადაწყვეტილება:

  1.      საკალათბურთო კლუბ „ქუთაისი 2010“-ს მომდევნო კალენდარული მატჩი საშინაო მატჩი, რომელიც უნდა გაიმართოს ქ. ქუთაისში ა.წ. 2 დეკემბერს („ქუთაისი 2010“ – „კაკტუსი“), ჩატარდეს მაყურებელთა გარეშე. 
  2.      საკალათბურთო კლუბ „ქუთაისი 2010“-ს დაეკისროს ფულადი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. 

     ა. წ. 25 ნოემბერს, ქ. ქუთაისში, საკალათბურთო სუპერლიგის მატჩის „ქუთაისი 2010“ და „თბილისის დინამოს“ მატჩის შედეგად განისაზღვროს, მსაჯების მიერ მატჩის შეწყვეტის მომენტისთვის დაფიქსირებული შედეგი 56:68 – „დინამო თბილისის“ სასარგებლოდ", -ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

ქუთაისის სპორტის სასახლეში  თბილისის "დინამოს" და "ქუთაისი 2010" მატჩი დღეს გაიმართება.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა