|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაპირისპირების გამო ჩაშლილი მატში შეიძლება აღარ ჩატარდეს

რამდენიმე დღის წინ ქუთაისის სპორტის სასახლეში  თბილისის "დინამოს" და "ქუთაისი 2010" მატჩი დაპირისპირების გამო ჩაიშალა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ხვალ გადაწყდება, განახლდება თუ არა თამაში.

შეგახსენებთ, თამაშის პირველი მატჩის  შემდეგ გულშემატკივრებმა კალათბურთელებს  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.  მათი მიმართულებით მკვრივი საგნების სროლა დაიწყეს, რის გამოც მსაჯებმა თამაში შეწყვიტეს.  

ცნობისთვის, "დინამო" წაუგებლად ლიდერობს სუპერლიგას, "ქუთაისი 2010" კი მე-2 პოზიციაზეა სატურნირო ცხრილში. ეს გარემოება უფრო მეტად აღვივებს მატჩის ინტრიგას.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა