|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპეტატურა 19 გრადუსამდე მიაღწევს

 სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპეტატურა 19 გრადუსამდე მიაღწევს, თუმცა ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობში, დღეს და ხვალ მოსალოდნელია ქარი, რომლის სიჩქარე წამში 20–22მ იქნება.


ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში 12–19 გრადუსი, აღმოსვლეთ საქართველოს ბარში - 6–11 გრადუსი იქნება. 
 

18 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში,  შესაძლოა დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმოს. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 12–17 გრადუსი იქნება.


19 დეკემბერს კი, საქართველოში შედარებით აცივდება და იწვიმებს, მთასა და მაღალმთაში მოთოვს.

თბილისში 19 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 8–11 გრადუსის ფარგლებში იქნება. 

19 დეკემბრიდან კვირის ბოლომდე საქართველოში შედარებით ცივი და არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

 

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა