|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით აღმაშენებლის ეპოქის ამსახველი გამოფენა და საგალობლების ფესტივალი

დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 8 თებერვალს გელათის აკადემიაში დავით აღმაშენებლის ეპოქის ამსახველი ხელნაწერების გამოფენა და საგალობლების ფესტივალი გაიმართება.

გამოფენა „დავით აღმაშენებლის მემკვიდრეობა“ 13:00 სთ-ზე გაიხსნება, რის შემდეგაც საგალობლების ფესტივალი მოეწყობა. ფესტივაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სალოტბარო ჯგუფები.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ დავით აღმაშენებლის ეპოქის ამსახველი გამოფენა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრთან თანამშრომლობით მომზადდა. 

დღესასწაული არ ჩაივლის საპატრიარქოს ჩოხოსნების კურთხევის გარეშე.  ლევან როხვაძის განცხადებით, საპატრიარქოს ჩოხოსნებს ახალი წევრები შეემატებიან.

დღესასწაულის აღნიშვნა ტრადიციულად  ქუთაისში დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგებით დაიწყება, რის შემდეგაც ღონისძიებები გელათის გელათის სამონასტრო კომპლექსში გაგრძელდება, -   გაიმართება საზეიმო წირვა, დავით აღმაშენებლის საძვალის პატივგება. 
საღომოს კი ლ.მესხიშვილის თეატრში ქუთაისის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის საზეიმო კონცერტი დაასრულებს.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე