|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პაატა ბურჭულაძის მრჩევლად დავით ჯანდიერი დაინიშნა

დავით ჯანდიერი „პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის მრჩევლად გააგრძელებს მუშაობას. ის პარტიის ლიდერის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში იქნება.

აქამდე დავით ჯანდიერი  “საქართველოს განვითარების ფონდის” სამართლის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. ის  ”საქართველოს განვითარების ფონდის” დაარსებიდან ხელმძღვანელობდა სამართლებრივ მიმართულებას.

დავით ჯანდიერი იყო იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე 2012-13 წლებში, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში. მანამდე იცავდა მოსარჩელეების, ირინა ენუქიძის და გირგვლიანის ინტერესებს სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კარიერის დასაწყისში კი დავით ჯანდიერი ქუთაისში, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მუშაობდა.

შეგახსენებთ, პაატა ბურჭულაძემ თავისი პარტიის სახეები საზოგადოებას ორი დღის წინ წარუდგინა, მათ შორის ასევე იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილია.

ავტორი: ნიუპრესი