|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით კაკაბაძის გალერეის ფონდების მთავარ მცველს იუბილე მიულოცეს

 ეკატერინე კაკაბაძე ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის ფონდების მთავარ მცველად გალერეის გახსნის პირველი დღიდან მუშაობს. ქუთაისის მერიის ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ მმართველის, ვაჟა ჯუღელის და გალერეის ხელმძღვანელის, ელისო ჩოგოვაძის ორგანიზებით, ღვაწლმოსილ თანამშრომელს 70 წლის საიუბილეო თარიღი მიულოცეს. 

საიუბილეო საღამოზე ქალაქის კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა ეკატერინე კაკაბაძის დამსახურებასა და ღვაწლზე ისაუბრეს.

„ოთხ ათეულ წელზე მეტია თქვენ ემსახურებით ისეთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ-საგანმანათლებლო კერას, როგორიც დავით კაკაბიძის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაა. ხართ უდიდესი პასუხისმგებლობით აღსავსე, თავდადებული მუშაკი, განსაკუთრებით აღსანიშნავია თქვენი მოღვაწეობა 90-იან წლებში ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურად უმძიმეს დროს. ჩვენ ქედს ვიხრით თქვენს წინაშე, იმ ღირსებების გამო, რომელმაც ხშირად ენთუზიაზმით, მაგრამ უდიდესი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით გაკეთებინათ ერისთვის სასიკეთო საქმე - ქართული ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უანგარო სამსახური ჩვენ გვჯერა დრო ღირსეულად შეაფასებს თქვენს ღვაწლს, რისთვისაც გიხდით მადლობას.“ - ამ სიტყვებით მიულოცა იუბილე გაერთიანების მმართველმა ვაჟა ჯუღელმა ეკატერინე კაკაბაძეს. იუბალარს დაბადების დღე მიულოცეს და საღამო მუსიკალურად გააფორმეს მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლების და ზ. ფალიაშვილის სახ. №2 სამუსიკო სკოლის პედაგოგებმა და აღსაზრდელებმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა