|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით პეტრიაშვილი პატრულის ეკიპაჟის დაჯახებამ იმსხვერპლა

UEFA-ს ეროვნულ ფედერაციებთან ურთიერთობის მენეჯერი, დავით პეტრიაშვილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა. "ნიუპოსტს" აღნიშნულ ინფორმაცია საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 21 დეკემბრის გამთენიისას პეკინისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე მოხდა. პეტრიაშვილი, საქართველოში, შვეიცარიიდან საშობაო არდადეგებზე ჩამოვიდა. როგორც ცნობილია, ქართველი საფეხბურთო მაღალჩინოსანი, გზაზე ფეხით გადადიოდა, რა დროსაც მას მანქანა დაეჯახა.

საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მთავარი პროკურატურა იძიებს. რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არაა.

დავით პეტრიაშვილი სხვადასხვა დროს იკავებდა უეფა-ს და ფიფა-ს მატჩების დირექტორის თანამდებობას, იყო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი და თბილისის "დინამოს" ყოფილი მმართველი დირექტორი.

new posts

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა