|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით სერგეენკომ და გელა სამხარაულმა ახმეტაში შეხვედრა გამართეს(R)

 „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული და საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ახმეტის მოსახლეობას შეხვდნენ.

დავით სერგეენკომ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების პრიორიტეტებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მაჟორიტარი დეპუტატის როლს ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივი თვითმმართველობას შორის ურთიერთობაში.

„იმედი მაქვს, რომ გელა სამხარაული 8 ოქტომბერს თქვენი რჩეული გახდება და ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტს, მისი სახით, საქართველოს პარლამენტში ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება. გელა სამხარაულს შესწევს ძალა, ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთოს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

საკუთარ საარჩევნო პროგრამასა და მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმებზე ისაუბრა დეპუტატობოს კანდიდატმაც. გელა სამხარაულმა ისაუბრა ქვეყანაში მშვიდ საარჩევნო გარემოზეც. „ჩვენ გვახსოვს ოთხი წლის წინ მუდმივი მუქარის, ზეწოლის ფონზე ჩატარებული არჩევნები. დღეს კი, ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებას შეუძლია, თავისუფლად გამართოს წინასაარჩევნო კამპანია“-განაცხადა გელა სამხარაულმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა