|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით წიტაიშვილმა გუნდთან ერთად ნინო ბურჯანაძის პარტია დატოვა

"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქათველოსა“ და“ თავისუფალი საქართველოს“ გაერთიანებას ნინო ბურჯანაძის პარტიაში უკმაყოფილება მოყვა. ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა პარტია პროტესტის ნიშნად დატოვეს.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი განმარტავს, მისთვის მსგავსი გაერთიანება მიუღებელია. „ქუთაისში სხვა ღირებულებებია და ჩვენ ვიცით, რა მოთხოვნებია ამ ქალაქში, ვიცით, რომ „თავისუფალ საქართველოსთან“ გაერთიანებას მოქალაქეებში უკმაყოფილება მოყვა, ამიტომ ვტოვებთ პარტიას“, - განაცხადა წიტაიშვილმა.
მისივე თქმით, ჯერ ზუსტი რიცხვი იმ ადამიანების, ვინც პარტია დატოვა არ აქვთ, თუმცა ვარაუდობს, რომ ორგანიზაცია ძირითადმა ბირთვმა დატოვა.
წიტაიშვილის განცხადებით, მათი გადაწყვეტილება არ უკავშირდება პიროვნებებს და ის მხოლოდ გაერთიანების გამო მოხდა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ“ქართული ოცნება“ ქუთაისის მერობის კანდიდატად გიორგი ჭიღვარიას დაასახელებს, მის რიგებში გადავა და მას დაეხმარება. „ჭიღვარია არის ძალიან კარგი ადამიანი და ვიცნოპ მის საქმიანობას, ამიტომ თუ ის დასახელდება, გადავალ მის გუნდში, სხვა შემთხევაში არჩევნებში მონაწილოებას არ მივიღებ“-განაცხადა წიტაიშვილმა, რომლის მტკიცებიტთაც, მისი გადაწყვეტილება არ უკავშირდება მმართველ გუნდში გადასვას, რადგან ჯერ არავინ იცის, ვინ დასახელდება ქუთაისის მერობის კანდიდატად.
წიტაიშვილმა ასევე განმარტა, რომ მისი გადაწყვეტილების შესახებ ესაუბრა ცენტრალურ ოფისს, თუმცა არ უსაუბრია თავად ნინო ბურჯანაძესთან.
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა