|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დეა გოშხეთლიანი ყოფილი მეუღლის მხარეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაში ადანაშაულებს

დეა გოშხეთელიანი, რომელიც ყოფილ მეუღლეს მასზე ძალადობაში ადანაშაულებს, განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებასა და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. 


როგორც დეა გოშხეთელიანის განცხადებაშია აღნიშნული, ყოფილი მეუღლის მხარე ცდილობს შეუზღუდოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რა მიზნითაც, შსს-ს საჩივრებით მიმართავენ. დეა გოშხეთელიანის განცხადებით, ყოფილი მეუღლის მხარე შემაკავებელი ორდერების გაცემას და მისთვის საჯარო განცხადებების გაკეთების აკრძალვას ითხოვს. 

„მინდა საზოგადოება და ხელისუფლება ჩავაყენო საქმის კურსში, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, მიკავშირდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის განყოფილებებიდან და მატყობინებენ, რომ ჩემს მიმართ, ჩემი ყოფილი მეუღლის მხარე წერს საჩივრებს, თითქოს მათ საჯაროდ ვაყენებ შეურაცხყოფას და მიზანი ამ ყველაფრის არის ის, რომ გამოიცეს შემაკავებელი ორდერები. აქვთ ახალი სტრატეგია, რათა დაგროვდეს სტატისტიკურად ბევრი შემაკავებელი ორდერი ჩემზე. შემდეგ სურთ სასამართლოში ბავშვის მეურვეობის საკითხში გამოიყენონ ეს ორდერები, თითქოს, ცუდი დედა ვარ, ვერ ვზრდი ბავშვს და თითქოს, ფსიქოლოგიურად ვძალადობ ჩემს ყოფილ მეუღლესა და მისი მხარის წარმომადგენლებზე. ამის მტკიცებულება მათი მხრიდან კი იქნება ის, რომ თურმე ჩემზე დაწერილია ბევრი შემაკავებელი ორდერი. ეს ყოველივე არის ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის დისკრედიტაცია და კონსტიტუციით მონიჭებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ამით ცდილობენ გამაჩუმონ და თავად იყვნენ მომგებიან პოზიციაში. ეს ბინძური ქმედებები თავს მაგრძნობინებს დაუცველად, თუმცა მჯერა და იმედი მაქვს სამართლიანი სასამართლოსი და იმ უწყებების სამართლიანობის, ვისაც ეს საქმეები ეხება"-ნათქვამია გოშხეთლიანის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, გოშხეთლიანის ყოფილი მეუღლის გრიგოლ ბაკურაძის ადვოკატის ლედი ტუკვაძის განცხადებით,  მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ვერ გაუძლო ყოფილი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლას და სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებაში თვითმკვლელობა სცადა.

გრიგოლ ბაკურაძეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, მანამ კი  ქუთაისის საქალაქო სასამართლომ  ის 3 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. 

დეა გოშხეთლიანის ინტერესებს სასამართლოში საიას ქუთაისის ორგანიზაციის იურისტები იცავენ.

 

ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულმა ქუთაისის მეორე საპყრობილეში თვითმკვლელობა სცადა

"მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულთან ფსიქოლოგები მუშაობენ"

  

ავტორი: ნიუპრესი