|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიხეილ სააკაშვილს ამ დრომდე არ აქვს ლეიბი, არ აქვს ტელევიზორი - ბექა ბასილაია

მიხეილ სააკაშვილს ამ დრომდე არ აქვს ლეიბი, არ აქვს ტელევიზორი - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიან განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, მიხეილ სააკაშვილის მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნას.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს როგორც მიშას იზოლირებას, ამავდროულად ცდილობს გარკვეული ყოფითი პირობების გაუარესებას ან არშექმნას, როგორიც არის მაგალითად, ტელევიზორის დაუდგმელობა, ასევე ლეიბის საკითხი. ამ დრომდე არ აქვს სააკაშვილს ლეიბი," - განაცხადა ბასილაიამ.

ბექა ბასილაიას თქმით, შიმშილობის მე-7 დღის მიუხედავად, სააკაშვილი არის მხნედ და თავს გრძნობს ძალიან ენერგიულად.

 

ავტორი: ნიუპრესი