|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დევნილის ყოველთვიური შემწეობა 60 ლარი უნდა გახდეს"-დავით ბაქრაძე

დევნილის ყოველთვიური შემწეობა 60 ლარი უნდა გახდეს, ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ხონში,  სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს  განუცხადა. მისი თქმით, მათი ინიციატივაა ასევე  სოციალური სტატუსის მიღების დროს დევნილის სტატუსის შეწყვეტა არ უნდა ხდებოდეს. 

"ჩვენი ინიციატივაა, რომ გაიზარდოს დევნილთა დახმარება 60-ლარამდე, ასევე აღარ მოხდეს დევნილის სტატუსის დაკავშირება სოციალურ დახმარებასთან. ეს ადამიანები უნდა იღებდნენ დევნილის დახმარებას იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკური ტრაგედია. ბევრი საკითხია, რაზეც ჩვენ გვაქვს მომზადებული კანონპროექტი და იმედი გვაქვს, რომ უმრავლესობა და ხელისუფლება დაგვეხმარება, რომ ერთად დავუდგეთ გვერდით დევნილებს", -განაცხადა დავით ბაგრაძემ ხონში.

შეგახსენებთ, ხონისა და ვანის მაჟორიტარულ ოლქში 28 აპრილლს შუალედური არჩევნებია ჩანიშნული. მაჟორიტატი დეპუტატის მანდატის მოპოვებას "ევროპული საქართველოს" სახელით გიგი უგულავა გეგმავს.

 რაც შეეხება დევნილის ყოველთვიურ დახმარებას, ის 45 ლარს შეადგენს. როგორც დევნილებმა განაცხადეს, სოციალური დახმარების დანიშვნის შემთხვევაში დევნილის დახმარებას უხსნიან. 

ავტორი: ნიუპრესი