|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჰესების სახელით ხდება მიწების გასხვისება" -დიდი ჰესების წინააღმდეგ შეხვედრა გაიმართა

"არა დიდ ჰესებს" კამპანიის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა. საზოგადოებრივ-სადისკუსიო დარბაზი "ღირსება" მეორედ  შეხვდა სხვადასხვა რაიონის წარმომადგენლობას. გამართულ შეხვედრაზე მშენებარე ჰესებიდან წამოსულ საფრთხეებზე ისაუბრეს.

ქუთაისში იმყოფებოდნენ  ზემო სვანეთის,  რაჭისა და ლეჩხუმის წარმომადგენლობები. მათი თქმით, დადგენილება შემუშავდება, რომელიც ხელისუფლებას გადაეგზავნება.

"მივმართავთ ხელისუფლებას, რომ ხალხთან კომუნიკაციის გარეშე არ მოხდეს ჰესების მშენებლობა. მოსახლეობამ უნდა იცოდეს რა კეთდება. ჩვენ ვართ საქართველოში ჰესების წინააღმდეგ მოძრაობაში ჩართული, მაგრამ ეს არ არის მიმართული იქეთკენ, რომ ელექტროენერგია არ გვინდა, არამედ გვაქვს აზრი, რომ ამ ჰესების სახელით ხდება მიწების გასხვისება და ჰესები არის შემდგომი საფეხური მხოლოდ. პირველ რიგში, "ნენსკრა ჰესზე" რომ ვისაუბროთ,  475 ჰექტარი ხე-ტყე გაიჩეხება და დაიტბორება ტერიტორიები. ეს ჰესები გამიზნულია დასახლებების თავზე. მათ შორისაა "ნამოხვანჰესი", რომელიც ქუთაისის თავზე შენდება"-განაცხადა ნაირა ჯაჭვლიანმა.

ჰესების წინააღმდეგია სვანეთში მცხოვრები რამაზ ჩაჩხიანი, მისი თქმით, არის სოფლები, რომლებიც ნელნელა იტბორება.

"არის სოფლები, რომლებიც ნელნელა იტბორება.  არასოდეს ყოფილა ჩვენთან მეწყერი, ქარი, მწერი,  ახლა ყველაფერია ერთი ჰესის გამო, რომლის სიმაღლეც დაბალია და წარმომიდგენია, რა იქნება დიდ ჰესებზე. გეგმაც არ არსებობს, რამდენი ელექტროენერგია გვჭირდება და შესწავლის გარეშე მიმდინარეობს პროცესი, რომლითაც  ქვეყანა განადგურდება", - განაცხადა რამაზ ჩაჩხიანმა.

ქუთაისში გამართული შეხვედრის და მოსაზრებების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობა მოხდება. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა