|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დიმიტრი ქუმსიშვილი სამტრედიაში სასათბურე მეურნეობის გახსნას დაესწრო

სამტრედიის მუნიციპალიტეტში საპარტნიორო ფონდის მიერ დამატებით 1,6 ჰექტარზე სასათბურე მეურნეობა გაფართოვდა. პროექტის მიზანი იმპორტული პროდუქციის ადგილობრივით ჩანაცვლება და ექსპორტზე გატანაა. გახსნის ცერემონიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯოს დოუმა დაესწრნენ.

სათბურში სხვადასხვა ტიპის სალათის ფურცლების მოყვანა 2015 წლის იანვრიდან დაიწყო. გაფართოების შემთხვევაში, იგეგმება ბოსტნეულის სახეობების რიცხვის გაიზრდა და ექსპორტზე გატანა. ამ ეტაპზე პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

სათბურში ამჟამად 23 ადამიანია დასაქმებული, თუმცა გაფართოების შემდეგ მათი რიცხვი 50 კაცამდე გაიზრდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 4,2 მლნ. ევროა.

 
 

ავტორი: ნიუპრესი