|
  • EUR 1 = GEL 2.7936
  • USD 1 = GEL 2.3885
|

დონალდ ტრამპი: სოციალური ქსელები არჩევნებში გამარჯვებაში დამეხმარა

აშშ-ს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ სოციალური ქსელი მას არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმარა. ტრამპმა პირობა დადო, რომ Twitter-ზე ინფორმაციის გავრცელებას ის უფრო „ფრთხილად“ მოეკიდება,-ამის შესახებ მან ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორც აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი, როგორ აპირებს ის Twitter-ის გამოყენებას, ტრამპმა განაცხადა: "თუ Twitter-ს გამოვიყენებ, ძალიან ფრთხილი ვიქნები".

ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ასევე აღიარა, რომ მას "სანახაობრივი" სოციალური ქსელები არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმარა.

"ნამდვილად მჯერა, რომ Facebook-ს, Twitter-ს, Instagram-სა, და სხვა სოციალურ ქსელებს ძალიან დიდი ძალა გააჩნიათ.. ვფიქრობ, რომ ეს დამეხმარა ხმების მოპოვებაში", - განაცხადა აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტად რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი აირჩიეს. ტრამპმა არჩევნებში ხმების 48% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა 47.2%.

რესპუბლიკელ კანდიდატს საარჩევნო კოლეგიის 276 ხმა დაუგროვდა, გამარჯვებისთვის კი კოლეგიაში 270 ხმა იყო საჭირო. ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს იგეგმება.

ავტორი: ნიუპრესი