|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„დღეს ჩვენ ვაცილებთ ძალიან დიდ ქართველს - რეზო გაბრიაძეს"

საქართველოს პარლამენტმა ცნობილი ქართველი მხატვრის, კინოსა და თეატრის რეჟისორის, რეზო გაბრიაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

 

„დღეს ჩვენ ვაცილებთ ძალიან დიდ ქართველს - რეზო გაბრიაძეს,  ადამიანს, რომელმაც დიდი სამყარო დატოვა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რომელიც აღაფრთოვანებდა თაობებს და კიდევ ბევრ თაობას აღაფრთოვანებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ.

 

რეზო გაბრიაძეს დღეს მთაწმინდაზე დაკრძალავენ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა