|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება

 21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. თარიღი 1993 წელს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს.

პირველი ქართული გაზეთი 1819 წელს გამოვიდა. მას ჯერ “საქართველოს გაზეთი”, ხოლო შემდეგ “ქართული გაზეთი” ეწოდებოდა.
გაზეთი 8 მარტს გამოვიდა, რაც ახალი სტილით 21 მარტია, ამიტომ ქართული ჟურნალისტიკის დღედ სწორედ 21 მარტი აღინიშნება.

1819-21 წლების ქართული გაზეთი ოთხგვერდიანი გამოცემა იყო.

მას მოსახლეობისათვის ხელისუფლების “განწესებანი და განკარგულებანი”, “მესაზღვრე ქვეყნების” ამბები უნდა გაეცნო, ამავე დროს ადგილობრივი მოსახლეობა ევროპის მცხოვრებთათვის უნდა დაეახლოვებინა.

მეფის მოხელეები გაზეთის დაარსებისას გარკვეული მიზნებით ხელმძღვანელობდნენ. მათ გაზეთის საშუალებით საკუთარი ინტერესების დაცვა სურდათ. ქართველი საზოგადოება კი გაზეთს მიზნად მკითხველისათის სამშობლოს საკეთილდღეო ცოდნის მიწოდებას უსახავდა.

გაზეთი აფართოებდა საზოგადოების ცოდნის არეს, ამასთან ხელს უწყობდა ქართული ჟურნალისტიკის განვითარებას.
ლიტერატურული ცხოვრებიდან გაზეთი პატარ-პატარა მოთხრობებს აქვეყნებდა. ბეჭდავდა მოსწრებულ სიტყვებსაც, ანუ ნაკვესებს.

ქართული გაზეთი ერთკვირეული ორგანო იყო და გამოდიოდა პარასკეობით. გაზეთის წლიური ფასი 3 მანეთი და 20 კაპიკი იყო. გაზეთის ეს ფასი გამომცემლებს არ მიაჩნდათ ძვირად, მაგრამ მოსახლეობას მისი შეძენა უჭირდა.
პირველმა ქართულმა გაზეთმა 1821 წლის ბოლომდე იარსება. გაზეთის გამოცემის შეწყვეტა ხელმომწერთა სიმცირემ გამოიწვია.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა