|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის III ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე მემორიალი გაიხსნა

დღეს ქუთაისის III ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, 1993 წლის 11 მაისს სამხედრო დავალების შესრულებისას რუსეთის ფედერაციის სპეცრაზმთან შეტაკებაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გმირულად დაღუპულთა მემორიალის გახსნის ცერემონიალი გაიმართა.

იმერეთის გუბერნიის ინფორმაციით,  ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

დამსწრე საზოგადოებამ ახლადგახსნილი მემორიალი ყვავილებით შეამკო.

ავტორი: ნიუპრესი