|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეს ქუთაისში "აია არენაზე" "ბორჯღალოსნები" გერმანელებს შეერკინებიან

დღეს ქუთაისში აია არენაზე "ბორჯღალოსნები" გერმანიის ნაკრებს შეერკინებიან. 16:00 საათზე  ევროპის მეოთხე ტურის მატჩი გაიმართება.  მატჩის ხილვა "პირველ არხზეა" შესაძლებელი.

"აია არენაზე" ხუთი ქუთაისელი "ბორჯღალოსანი" ითამაშებს და მათგან ოთხი სასტარტო შემადგენლობაშია. 

ბორჯღალოსნებს აქამდე ქუთაისში სამჯერ უთამაშიათ და სამი გამარჯვება აქვთ. ნაკრებმა არსებობის ისტორიაში თავისი პირველი მატჩი 1989 წელს სწორედ ამ ქალაქში გამართა და ზიმბაბვეს 16:3 მოუგო; 2005 წელს გუნდმა ერთა თასზე (ახლანდელი რაგბი ევროპა) ჩეხეთს უმასპინძლა და 75:10 გამარჯვებით, თასი შემართა; შარშან კი რაგბი ევროპის პირველ შეხვედრაში ბელგია "აია არენაზე" მიიღო და 47:0 დაამარცხა.

"გერმანიის ნაკრები ქუთაისში პირველად გვეწვევა, აქამდე კი ამ გუნდს 7-ჯერ შევხვდით და ყველა ჯერზე დავამარცხეთ - სამჯერ სტუმრად, ორჯერ "ბორის პაიჭაძეზე", თითოჯერ კი "ავჭალასა" და რუსთავში"-აცხადებენ ბორჯღალოსნები.

ქართველები და გერმანელები ერთმანეთს ისტორიაში მეშვიდედ ხვდებიან. განვლილ 6 შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა მოიგო.  აქედან “ბორჯღალოსანებმა” წარმატებას 3-ჯერ სტუმრად, მიაღწიე.

საქართველოს ნაკრები გერმანიას ასეთი შემადგენლობით დაუპირისპირდება:

15. ლაშა ხმალაძე (‘ბათუმი:), 14. მირიან მოდებაძე (“აია”), 13. მერაბ შარიქაძე კაპ. (“ორიაკი”, საფრ.), 12. ლაშა მალაღურაძე (“მონინოს ვე’ვე’ა”, რუსეთი), 11. სოსო მათიაშვილი (“ლელო სარანსენსი”), 10. თედო აბჟანდაძე (“აია”), 9. გელა აფრასიძე (“მონპელიე”; საფრ.);

1. ზურაბ ჟვანია (“ვოსპსი”, ინგლ.), 2. შალვა მამუკაშვილი (“ენისეი”, რუსეთი), 3. ბექა გიგაშვილი (‘გრენობლი”; საფრ.), 4. შალვა სუთიაშვილი (“ანგულემი”, საფრ.), 5. გიორგი ნემსაძე (“ოსპრეიზი”, უელსი), 6. ბექა საღინაძე (“ორიაკი”, საფრ.) 7. გიორგი ცუცქირიძე (“ორიაკი”, საფრ.), 8. ოთარ გიორგაძე (“ბრივი”, საფრ.);

მარქაფა
23. სანდრო თოდუა (“ბათუმი”), 22. დავით კაჭარავა (“ენისეი”, რუსეთი), 21. ვასილ ლობჟანიძე (“ბრივი” , საფრ.);

16. ვანო კარკაძე (“ორიაკი”, საფრ.), 17. გიორგი მელიქიძე (“სტად ფრანსე”, საფრ.), 18. ლევან ჩილაჩავა (“მონპელიე”, საფრ.), 19. დავით გიგაური (“მუნიჩიპალი”; რუმინ.), 20. ნოდარ ჭეიშვილი (“ქორნიშ პაირატს”, ინგლ.)

 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა