|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეს ქუთაისში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩამოდის

ქუთაისში დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან. მთავრობის მეთაური ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტს ესტუმრება და უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულებთან გამართავს შეხვედრას.

პრემიერი ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის გაიხსნას დაესწრება. 

დაგეგმილია ასევე  ქუთაისის ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობის დაწყების ცერემონია, რომელსაც პრემიერი დაესწრება.  აღნიშნული აუზის აშენების შესახებ დაპირებებს ხელისუფლება რამდენიმე წელია, 2016 წლიდან იძლევა. 

ვიზიტის დასასრულს კი, პრემიერი ვანის ახლადრეაბილიტირებულ  არქეოლოგიური მუზეუმს მოინახულებს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა