|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საქალაქო სასამართლო 10-მდე სკოლის განაჩენს გამოაცხადებს

სკოლებსა და ორგანიზაცია "შშმ პირთა ასოციაციას" შორის არსებულ დავაზე დღეს ქუთაისის სასამართლო განაჩენს გამოიტანს. გადაწყვეტილებას მოსამართლე გენადი მაკარიძე გამოიტანს. 

 ქუთაისის  10-მდე  სკოლას ააიპ "შშმ პირთა ასოციაციია " ელექტრონულ გზავნილებზე პასუხის დაგვიანების გამო ედავება.  ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი ტატიშვილი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სკოლის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების ასლებს ითხოვდა საჯარო ინფორმაციის ფორმატში. სკოლებმა მათ წერილობითვე აცნობეს, რომ მიაწვდიდნენ ინფორმაციას, თუმცა ინფორმაციების მოცულობის გამო დამატებითი დრო ითხოვეს, რაზედაც  თანხმობა მიიღეს.  მათივე თქმით, რამდენიმე დღეში სასამართლო უწყებიდან აცნობეს დავის შესახებ.

 სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარეს წარმოადგენს  სსიპ ქ. ქუთაისის №14 საჯარო; №30 საჯარო სკოლა; №19 საჯარო სკოლა; №12 საჯარო სკოლა; №40 საჯარო სკოლა; №33 საჯარო სკოლა; №10 საჯარო სკოლა; სსიპ აკ. წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლა. 

შეგახსენებთ, საჯაროს სკოლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის არსებულ დავაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც ჩაერთო.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი