|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში მოქმედმა მეწარმეებმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ რეკომენდაციები მიიღეს

ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის  განხორციელების ჭრილში კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის გაძიერების მიზნით, ქუთაისში გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გარემოს დაცვის და სოფლის მეორნეობის მინისტროს მაოდგილე მომსახურების რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, ასევე სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლები იმერეთის გუბერნიის და მუნიციპალიტეტის პირველი პირები ესწრებოდნენ. ორგანიზატორებმა ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ რეგულაციები და რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია მხარის მუნიციპალიტეტების წარმოადგენლებს მიაწოდეს.

"დღევანდელი შეხვედრით, რეგიონის მასშტაბით ვახორციელებთ საინფორმაციო კამპანიას, სადაც მეწარმეებისგან ვისმენთ იმ პრობლემების შესახებ, რასაც ისინი ახალი რეგულაციების პროცესში წარმოებისას აწყდებიან. ჩვენ ვისმენთ ამ პრობლემებს და ვცდილობთ, დავეხმაროთ მეწარმეებს, ასევე მნიშვნელოვანია, ინფორმაცია, რომელსაც  ვაწვდით სახელმწიფო პროგრამების შესახებ.  ვცდილობთ, დავეხმაროთ მათ გადაიარაღებასა და ფინანსურ უზრუნველყოფაში, რომ შემდგომ მათი პროდუქცია მოხვდეს ევროპის ბაზარზე"–განაცხადა სააგენტო "აწარმოე საქართველოს" დირექტორის მოადგილემ ზვიად ქველიძემ.

შეხვედრას  20–მდე სექტორის 150 მეწარმე ესწრებოდა. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია ის რეკომენდაციები და დახმარებები, რასაც სახელმწიფოს შესაბამის უწყებებისგან იღებენ. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი