|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დღევანდელი აქციით ცდილობენ გავლენა მოახდინონ სასამართლოზე" -ირაკლი გიორგაძე

ქუთაისის მერია კაფე "სავანეს" გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. მერიის იურისტმა ირაკლი გიორგაძემ დღეს კაფეს მფლობელების დაგეგმილ აქციას წინსწრებით უპასუხა. გიორგაძის განმარტებით, ისინი ცდილობენ, აქციით მოსამართლეების გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინონ.

"სასამართლო პროცესი დასრულდა, პროცესზე მათ წარმოადგინეს დოკუმენტი, რომელიც მათივე საწინააღმდეგოა. 1997 წელს გაფორმებული ხელშკერულებით, საიჯარო ვადა გადიოდა ხუთ წელში, მათ მერიას არ მიმართეს გაგრძელების თხოვნით, რის გამოც ხელშეკრულება შეწყვეტილია და კაფე იქ არ უნდა იყოს. დღევანდელი აქციით, ცდილობენ გავლენა მოახდინონ სასამართლოზე და შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება"-განაცხადა ირაკლი გიორგაძემ.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია აქციით მოსამართლეებზე გავლენის მოხდენა და რამდენად უშვებს ამის ალბათობას,  პასუხობს, რომ ეს უბრალოდ მხარის მცდელობაა. მან ასევე უპასუხა კითხვას, რატომ არ დაინტერესდა მერია 15 წლის განმავლობაში ამ საკითხით და რატომ დაინტერესდა ახლა, განმარტავს, რომ თავად ამის შესახებ 2018 წელს შეიტყო, ამჟამად, შესწავლა გრძელდება და თუ ვინმეს დანაშაული გამოიკვეთა, პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა