|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დრიფტში რიგით მეორე შეჯიბრებას ქუთაისმა უმასპინძლა (VIDEO)

დრიფტში საქართველოს ჩემპიონატისთვის რიგით მეორე შეჯიბრებას ქუთაისმა უმასპინძლა. საქართველოს მაშტაბით 8 პროფესიონალი დრიფტერი ერთმანეთს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეეჯიბრა. შეჯიბრი მეტად დაძაბული და ემოციური აღმოჩნდა რბოლის მოყვარულთათვის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 8 მრბოლელს შორის ერთი გოგონა - „ქვინ დრიფტერი“, სოფო ხოჯავა იყო, რომელმაც ძალიან კარგი სანახაობა მოაწყო.

შეჯიბრი სამ ტურად ჩატარდა. პირველ ტურში 8 ავტომობილიდან კვალიფიკაცია მხოლოდ ექვსმა მიიღო, ორი კი თამაშს გამოეთიშა. მეორე ტურში ორთაბრძოლა მოეწყო. ორთაბრძოლაში შემდეგ ეტაპზე ოთხი ავტომობილი გადავიდა. ნახევარფინალში მესამე ადგილზე გასული მრბოლელის ვინაობა გაირკვა.

ფინალში კი გამარჯვებისთვის გიორგი კირვალიძე  და  ვახო ხურციძე  იბრძოდნენ. დაძაბული ფინალური დრიფტი გიორგი კირვალიძის გამარჯვებით დასრულდა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა