|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის - ილია მეორე

დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქადაგების დროს განაცხადა.

"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის. ცხოვრება ადამიანისა რთულია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფალი სუფევს, უფალი მეფობს, უფალი გვაძლევს ძალას და სიბრძნეს, უფალი არ დაგვტოვებს ობლად.

განსაკუთრებით უნდა ვიფიქროთ ახალგაზრდებზე, ჩვენს მომავალ თაობაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ახალგაზრდობა გარემოცულია უარყოფითი მოვლენებით.

ღმერთი არ დაგვტოვებს, ძალას მოგვცემს. ფსალმუნი ამბობს: „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით", - აღნიშნა პატრიარქმა.

მან დღეს საკვირაო წირვა-ლოცვა აღავლინა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა