|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საკრებულომ დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ შესწავლილ საქმეებში კანონდარღვევა ვერ აღმოაჩინა

ქუთაისის საკრებულოში შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ შესწავლილ საქმეებში კანონდარღვევა  საკრებულომ  ვერ აღმოაჩინა.

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ 2006–2015 წლებში მიწის ნაკვეთებისა და შენობა–ნაგებობების გასხვისების კანონიერების შესწავლის მიზნით შექმნილი ჯგუფის მთავარი შედეგი, მხოლოდ გასხვისებული ობიექტების რაოდენობის დადგენა აღმოჩნდა. ჯგუფმა, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა, 200-ზე მეტი ობიეექტის გასხვისების საკითხი შეისწავლა. როგორც ჯგუფის თავმჯდომარე გრიგოლ ქობალიანი განმარტავს, გასხვისება იმ დროისთვის არსებული კანონმდებლობით ხდებოდა, რის გამოც დარღვევები გამორიცხული იყო.

ქობალიანის თქმით, საკრებულომ შესრულებული საქმიანობა დადებითად შეაფასა და ანგარიში საინფორმაციო „მაცნეზე“ განათავსა, სადაც მისი შესწავლის შესაძლებლობა კონტროლის პალატას ქონდა. როგორც ჯგუფის თავმჯდომარემ განაცხადა, არ გამოკვეთილა ისეთი კანონდარღვევა, რომლის გამოც პროკურატურას მიმართავდნენ, თუმცა აცხადებს, რომ რიგ საკითხზე გამოძიება ჯგუფის შექმნამდე დაწყებული იყო.

„ჩვენ შევისწავლეთ და გამოვკვეთეთ ობიექტები, რომელთა გასხვისებაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ გასხვისდა, თუმცა მათი გასხვისება იმ დროისთვის არსებული კანონით მოხდა, რაც შემდგომ სამართლებრივ ღონისძიებებს გამორიცხავს. ამასთან ერთად, სადაც მართლა დარღვევა აღმოჩნდა, უკვე მიმდინარეობდა გამოძიება, მათ შორის „იბერიის ვარსკვლავსა“ და წვრილ-წვრილ ჯიხურებზე, რომლებიც ჩადგმულია ქალაქში“, -განაცხადა გრიგოლ ქობალიანმა.

ჯგუფის მიერ გამოიკვეთა, რომ ობიექტების გასხვისების ყველაზე დიდი მაჩვენებელი 2013-2015 წლებში ფიქსირდება.

საკრებულოში ხმაურით შექმნილმა  შვიდწევრიანმა ჯგუფმა მუშაობა სამი წევრით დაასრულა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა