|
  • EUR 1 = GEL 3.0256
  • USD 1 = GEL 2.5597
|

ეკოლოგიური ექსპედიცია საქართველოში-პრეზენტაცია ქუთაისში გაიმართება

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ეკოლოგი და პროფესორი ირაკლი ჯულაყიძე პრეზენტაციას გამართავს, რომლის თემა ეკოლოგიური ექსპედიციაა.


როგორც ჯულაყიძე განმარტავს, საქართველოს გარშემო ექსპედიციაში მონაწილეობას სამი ქვეყნის - შვეიცარიის, ავსტრიისა და გერმანიის წარმომადგენლები იღებდნენ. 
 "საერთაშორისო ეკოლოგიურ  ექსპედიციაში მონაწილეობას შვეიცარიელი, ავსტრიელი და გერმანელი სტუდენტები იღებდნენ.  მთელს საქართველოში  2500 კმ ავტომობილით, ხოლო 400 კმ ფეხით შემოვიარეთ. ამ ექსპედიციის,  ასევე სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაციაზე ვისაუბრებთ"-განაცხადა ჯულაყიძემ. 

პრეზენტაცია  უნივერსიტეტში 30 ნოემბერს, 15:00 საათზე გაიმართება. 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 20.16%
გაუარესდა - 65.89%
არ შეცვლილა - 13.95%
სულ - 258 ხმა