|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეკომიგრანტების პრობლემებს ჟურნალისტები გაეცვნენ

რეგიონალური ინიციატივების ცენტრის ორგანიზებით ქუთაისში NIMD-ის ოფისში ჟურნალისტებისთვის ტრენინგი მოეწყო. ტრენინგის თემა ეკომიგრანტების მდგომარეობას ეხებოდა, რომელიც პროექტის „ეკომიგრანტები უფლებებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა. ტრენინგს სხვადასხვა მედია საშუალებების 18 ჟურნალისტი ესწრებოდა. ტრენინგის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები ხონში დედალაურის თემში მცხოვრებ ეკომიგრანტების პრობლემებს ადგილზე გაეცვნენ.

„პროექტი მიზნად ისახავს ეკომიგრანტების პრობლემების გამოკვეთას და მათი შესაძლებლობების გაზრდას ადგილობრივ დონეზე. გარდა მედია ნაწილისა, პროექტი ეკომიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებასაც მოიცავს. მათ პროექტის ფარგლებში ვასწავლით ძაფით, ალმასების და ბისერებით ქარგვას, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ მოეწყობა მათი ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა. შემოსული თანხა კი ეკომიგრანტი ქალების გაძლიერებას მოხმარდება“,- აღნიშნა პროექტის კოორდინატორმა მარიკა ვაჭარაძემ

ჟურნალისტებისთვის ტრენინგ CENN-ის წარმომადგენელი, ექსპერტი მელანო ტყაბლაძე უძღვებოდა. 20 ნოემბრიდან კი ტრენინგის მონაწილე ჟურნალისტებისთვის მედია კონკურსი გამოცხადდება თემაზე - „ეკომიგრანტები უფლებებისთვის“, რომლის ფარგლებში სამი გამარჯვებული გამოცხადდება. გამარჯვებულებს  ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა