|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ერთი მილიარდი ამბოხებული“- აქცია ქუთაისში

„ერთი მილიარდი ამბოხებული“-ამ სახელწოდებით ქუთაისში აქცია გაიმართა. ცენტრალურ ბაღში აქციის მონაწილეები ადამიანის უფლებების დასაცვად შეიკრიბნენ.

„ვუერთდებით მსოფლიო კამპანიას, რომლის მიზანია, მსოფლიოს უჩვენოს ქალთა სოლიდარობა და უამრავი ქალის ერთობლივი ძალისხმევა  უფლებების დასაცავად“, - განაცხადა მაკა ცერცვაძემ.

კამპანიის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ლოზუნგები ადამიანის უფლებების დაცვის თემაზე, ასევე გაიმართა სპეციალურად ამ კამპანიისთვის დადგმული ცეკვები.

აქციას არასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

"ერთი მილიარდი ამბოხებული რევოლუციისათვის - One Billion Rising Revolution" არის მსოფლიოში ცნობილი კამპანია, რომელიც ეკუთვნის დრამატურგ ივ ენსლერს. კამპანია გულისხმობს გლობალურ ქმედებას, რომელიც მთელ მსოფლიოს უჩვენებს ქალთა მრავალრიცხოვნობას საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლაში.

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა