|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ აქტივისტები, საჯარო მოხელეები და კრიმინალური ელემენტები არიან მობილიზებული"- გიგა შუშანია

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი გიგა შუშანია საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს. შუშანიას თქმით, მთელი ქუთაისის მასშტაბით ყველა უბანზე მობილიზებული არიან "ქართული ოცნების" აქტივისტები და ამომრჩეველს ხმის მიცემა მათ მიერ შექმნილი დერეფნის გავლისა და ზეწოლის შემდეგ უწევთ.

 „საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ აქტივისტები, საჯარო მოხელეები და კრიმინალური ელემენტები არიან მობილიზებული და მოქალაქეებს მათ მიერშექმნილი "კორიდორებში" და ზეწოლის ქვეშ უწევთ გავლა და ხმის მიცემა.

ასევე, რაც თითქმის მთელი ქუთაისის ყველა უბანზე შეიმჩნევა, გადასატანი ყუთის სიები არ არის გადატანილი არც სამაგიდო და არც კედლის სიებში.  ეს ქმნის რისკს,  რომ ამომრჩეველმა, ვინც გადასატანი ყუთის სიაშია, მოვიდეს და უბანზეც მისცეს ხმა.  ამის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა #78-ე უბანზე, სადაც  ხარებავას # 6- ში მცხოვრებმა მოქალაქემ ანა ჩუბინიძემ,  რომელიც გადასატანი ყუთის სიებში იყო, მივიდა და უბანზეც მისცა ხმა. კომისიის თავმჯდომარემ კი ის უკან არ გააბრუნა და არ მიუთითა, ის რომ გადასატანი ყუთის სიებში იყო და უბანზეც მისცა ხმა. ასეთი ფაქტების საშიშროებაა. 

99-ე უბანში სპეც. სიიდან კომისიის წევრმა მაჟორიტარს მისცა ხმა,  რაც იყო დარღვევა,  59-ე უბანზე მხოლოდ 2 ბიულეტენი გასცეს და ამ ფაქტებზე საჩივრები უკვე დავწერეთ“, - განაცხადა შუშანიამ.

 

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში,  ქუთაისში  მერობის 8 და 81 მაჟორიტარობის კანდიდატი იყრის კენჭს.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა