|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ახლადდაგებული გზის გაჭრა"-გიორგი ჭიღვარია

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიმა გაპონოვის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.

ადგილზე გზის მოასფალტების სამუშაოები უკვე დაიწყო.  გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, გზის მოასფალტება მალე დასრულდება, თუმცა სამუშაოების დასრულებამდე ,,ენერგო პრო ჯორჯიამ" მიწის ქვეშა ელექტრო სადენების გაყვანა უნდა განახორციელოს.
"ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ის პროცესი, როცა ახლადდაგებული ასფალტი იჭრებოდა და თავიდან იგებოდა, რაც დამატებით დისკომფორტს და უხერხულობას უქმნიდა მოსახლეობას", -განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა