|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გაპონოვის ქუჩა არის ქალაქის ისტორიული ცენტრი, რომელიც უნდა განვითარდეს"–გიორგი ჭიღვარია

ქუთაისში, გაპონოვის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდება. აღნიშნულის შესახებ ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ისაუბრა. მისი ინფორმაციით,  კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან თანამშრომლობით მოხდება გაპონოვის ქუჩის და სახლების გარეფასადების რეაბილიტაცია.
 
"ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან. წელს ვგეგმავთ გაპონოვის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის შესყიდვას. ეს არის ქალაქის ისტორიული ცენტრი, რომელიც უნდა განვითარდეს, აუცილებელია მისი რეაბილიტაცია. ჩვენ ვთვლით,  რომ ქალაქი უნდა განვითარდეს ტურისტული მიმართულებითაც, ამიტომ ამ დანაპირებსაც ვასრულებთ. ძალიან მალე შევუკვეთავთ გაპონოვის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტს და შემდეგ უკვე ვიზრუნებთ მის სრულ რეაბილიტაციაზე. ვთვლით, რომ ეტაპობრივად თანხები სწორად უნდა გავანაწილოთ ყველა მიმართულებით, რადგან მოგეხსენებათ, რომ ქუთაისის ბიუჯეტი უკვე მზარდია, მაგრამ მაინც არ არის ქალაქისთვის საკმარისი. როცა გაპონოვის ქუჩაზე ვსაუბრობთ, აქ არის საუბარი სახლების ფასადების აღდგენაზეც. ასე უნდა გავავაგრძელოთ რომ საბოლოო ჯამში ქუჩების სრული რეაბილიტაცია მოხდეს"- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ რადიო ძველი ქალაქის გადაცემაში "მთელი დღე".
გაპონოვის ქუჩის რეაბილიტაცია მერის ერთ–ერთი ინიციატივაა, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვერ განხორციელდა. 
 2018 წელს მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი დავით ნიშნიანიძე აცხადებდა, რომ გაპონოვის ქუჩის პროექტი 2019 წლის ბიუჯეტში არ იყო და ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის მხოლოდ 800 000 ლარი იყო გათვლილი. 
რა თანხები დაიხარჯება გაპონოვის ქუჩის რეაბილიტაციაზე და ბიუჯეტში როდის აისახა, მერიაში განმარტავენ, რომ პროექტის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. 
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა