|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მომავალი წლიდან ავტობანი ნიკეას ქუჩას დაუკავშირდება

მომავალი წლიდან ნიკეას ქუჩას ავტობანი დაუკავშირდება და ეს მხარე გახდება ქალაქის ერთ-ერთი შემოსასვლელი,- ამის შესახებ დღეს რეაბილიტირებული  ნიკეას ქუჩის გახსნისას რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა.

„კარგად გახსოვთ ალბათ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ქუჩა, რომელზეც გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ახლა ქალაქის ერთ-ერთი მთავარი არტერიაა. გამოიყო  7 698 556 ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან და მსოფლიო ბანკიდან. ეს გზა დაიგეგმა არა მხოლოდ ქალაქის ფარგლებში, არამედ იქნება ერთ-ერთი მთავარი შემოსასვლელი ავტობანიდან.  ეს არის როგორც სამუშაოების მხრივ წარმატებული, ასევე ინფრასტრუქტურის კუთხით, მაგრამ, რაც მთავარია, ამით არ სრულდება, მე შევპირდი ქუთაისელებს, რომ მომავალი წლის 1 აპრილს გავხსნით გზას, რომელიც ავტობანს დააკავშირებს ამ ქუჩას და ქალაქში ავტობანიდან შემოსვლა პირდაპი იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ქუთაისის მერმაც. შოთა მურღულიას განცხადებით, 2, 2 კმ. მონაკვეთი სრულად რეაბილიტირდა, შეიცვალა ყველა მიწისქვეშა კომუნიკაცია, ასევე გამოიცვალა გარეგანათება, დაიდგა უსაფრთხოების კუნძულები და მოხდა აღნიშნული კუნძულების გამწვანება.

შეგახსენებთ, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ასევე რეგიონული განვითარების ფონდის დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ნიკეას ქუჩა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გახსნა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა