|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

EU4Business-ის დახმარებით ქართულ კომპანიებს ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა ეძლევათ

საქართველოში ბიზნეს კომპანიების უმეტესობას, 94%-ს, მცირე და საშუალო ზომის საწარმოები წარმოადგენენ და სამუშაო ადგილების 43%-ს ქმნიან. მიუხედავად ამისა, მათი წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) 18%-ია, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჯერ კიდევ არის თავისუფალი სივრცე ზრდისთვის, თუკი ამ პოტენციალის ასათვისებელი გზები მოიძებნება. 

საქართველოს მთავრობაც და ევროკავშირიც აცნობიერებენ ამ რისკებს, ამიტომაც ევროკავშირმა საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა პრიორიტეტად აქცია. ევროკავშირის ინიციატივა EU4Bუსინესს-ი მუშაობს იმისათვის, რომ მცირე და საშუალო საწარმოების წინაშე არსებული დაბრკოლებები აღმოფხვრას, ისეთი როგორიცაა შეზღუდული წვდომა ფინანსებზე, საკანონმდებლო წნეხი და ახალ ბაზრებზე შესვლის სირთულეები.

ევროკავშირის EU4Bუსინესს პროგრამა დაფინანსების, ხელშეწყობის და ტრენინგის მეშვეობით, ეხმარება მცირე ბიზნესს, სრულად გამოავლინოს მისი პოტენციალი. EU4Bუსინესს-ისფარგლებში მხარდაჭერა ხორციელდება ისეთ ორგანიზაციებთან ერთად, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBღD) და ევროპის საინვესტიციო ბანკი.

 

ხალხი

ხალხი "მემოგრამის" საშუალებთ ფოტოებს იღებს
 

 

 

კომპანიის დამფუძნებლის სურია კუმარის განცხადებით, ყოველდღიური ცხოვრების დაძაბულ რიტმში, პირადი, კარიერული თუ მსოფლიო პრობლემების გადაჭრით მოცულებს, გვიჭირს შევინარჩუნოთ ჯანსაღი ცხოვრების ბალანსი.

„სწორედ ამიტომ, ჩვენ შევქმენით Gოოდფორყოუ - პროგრამა, რომელიც მორგებულია პროგრესული კორპორაციული კულტურის მქონე ორგანიზაციაზე, დაეხმაროთ თქვენს თანამშრომლებს შეიძინონ და განამტკიცონ ჯანსაღი ცხოვრების უნარ-ჩვევები,“ განაცხადა კუმარიმ.

სამთვიანი გამოწვევა მიზნად ისახავსწაახალისოს ციფრული ნაბიჯებისმთვლელებით შეიარაღებული თქვენი გუნდები, რათა მათ, დღეში მინიმუმ 10 000 ნაბიჯიგაიარონ და ვირტუალურ სამყაროში, ერთმანეთს ევროპის გარშემო მოგზაურობაში შეეჯიბრონ. გამოწვევა მოიცავს სამოტივაციო და საგანმანათლებლო პროგრამას, გუნდების მაღალიჩართულობისა და ჯანსაღი ჩვევების განსამტკიცებლად.

Gოოდფორყოუ-ს დამფუძნებელი ამჟამად პროდუქტის გაყიდვის სტრატეგიაზე მუშაობს, რომ შესთავზოს პოტენციურ კლიენტებს. „პროდუქტს ვცდით, რომ განვსაზღვროთ ფასი. სამიზნე აუდიტორია ვფიქრობთ რომ საშუალო რგოლის მენეჯერები იქნებიან,“ განაცხადა კუმარმა.

EU4Bუსინესს-ი ასევე უზრუნველყოფს საკრედიტო ხაზსს ადგილობრივი ბანკებისთვის მცირე და საშალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად. ეს საშუალებას აძლევს ბიზნესებს მიიღონ საჭრო ინვესტიცია რომელიც მათ განვუთარებაში დაეხმარება, მაგალითად იყიდონ ახალი დანადგარები, რომელიც მათ შეუმცირებს ხარჯებს და საშუალებას მისცემს გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საზღვარგარეთ.

და ეს არ არის მხოლოდ ფული: მცირე და საშუალო საწარმოებს შეუძლიათ ისარგებლონ საკონსულტაციო მომსახურებით, ასევე კრედიტით, მაგალითად შეცვალონ კომპანიის მართვის სტილი ან გაეცნონ ონლაინ მარკეტინგის ახალ პლატფორმებს - და ამით კომპანია მიიღებს არა მხოლოდ კონსულტაციას არამედ, გაიყოფს ხარჯებს. სხვა პროექტები მეწარმეებს სთავაზობენ ტრენინგებს, კავშირების დამყარების შესაძლებლობებს, ეხმარებიან მონაწილეობა მიიღონ ვაჭრობის გამოფენებში და ფორუმებში, ეხმარებიან კომპანიებს გაზარდონ ხარისხი, რათა დაუახლოვდნენ ევროკავშირში პროდუქციის ექსპორტისთვის საჭირო სტანდარტებსა და მოთხოვნებს.

ზოგიერთი მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომპროცედურულად დონორებისგან მხარდაჭერის მიღება ძალიან რთულია. თუმცა გაბრიელმელივა მოუწოდებს ყველა მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის მფლობელებს, რომ მონაწილეობა მიიღონ და არ გამოტოვონ ეს შესაძლებლობა, რადგან დაჟინებით აღნიშნავს, რომ პროცედურები არის ძალიან მარტივი.

განმცხადებელი იწყებს კონკრეტული განაცხადის ფორმის შევსებას (ENG GEO), სადაც შეაქვს ყველა საჭირო ინფორმაცია პროექტის მიზნებზე და შინაარსზე, ასევე დეტალურად აღწერს რა სახის საკონსულტაციო სერვისის მიღება სურს. 

Memogram-ისა და Goodforyou- ის მაგალითები ცხადყოფსრომ ისრაც გუშინ შეუძლებელიიყოდღეს ის უკვე შესაძლებელია და ხელმისაწვდომია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვისEU4Business- სა და მისი პარტნიორების მეშვეობით.

სტატია მომზადებულია პროექტ „ევროკავშირის მეზობლები - აღმოსავლეთის“ ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები ერთპიროვნულად მასალის ავტორის  მოსაზრებებს წარმოადგენს

ავტორი: თამარ ხურცია

 

 

 წყარო 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა