|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ევროპარლამენტი მხარს უჭერს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა"(R)

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი  ევროპარლამენტის მიმართვაზე კომენტარს აკეთებს:

"ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. კიდევ ერთი მკაფიო მესიჯი ევროსტრუქტურებს, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს და ხედავს იმას, რომ საქართველომ  მთლიანად შეასრულა მასზე ნაკისრი ვალდებულებები იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად ეს ფაქტი, იქიდან გამომდინარე, რომ LIBE-ეს, ანუ სამოქალაქო თავისუფლების  კომიტეტი ერთ-ერთი წამყვანია ამ თემის მიმართულებით. ამ განცხადებას ხელს აწერს როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე მომხსენებელი საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ვფიქრობ, რომ ამ საკითხით კიდევ უფრო დაჩქარდება  პროცესი და ჩვენი მოქალაქეები წლის ბოლომდე მოახერხებენ ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას"-აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

 

იხილეთ ვიდეო:

https://www.plustransfer.com/download.php?id=b2d02ce4964ad6a0a322c55e9a474cbe

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა