|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ევროპარლამენტის მოდელირება 2018“-ის საუკეთესო დელეგატად ნუცა სირაძე დასახელდა

ქუთაისში ევროპის აკადემიური ცენტრის მიერ პროექტი სახელწოდებით „ევროპარლამენტის მოდელირება 2018“ დასრულდა. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდა.

საუკეთესო დელეგატად ნუცა სირაძე დასახელდა და იგი საქართველოს ევროპის უმაღლეს ორგანოებში წარადგენს. გამარჯვებული მონაწილე 10 დღე ბრიუსელში გაემგზავრება. ასევე, შეირჩა საუკეთესო კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე, მოადგილე და საპატიო დელეგატი.

იმერეთის გუბერნიის აპარატის უფროსმა გოჩა გაბუნიამ კი საუკეთესოდ ,,ერებისა და თავისუფლების“ პარტია დაასახელა. სამი დღის მანძილზე მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა ევროპული ინსტიტუტების ფუნქციონირების, პოლიტიკისა და უფლებამოსუილების შესახებ. ახალგაზრდები ჩართული იყვნენ საკომიტეტო სამუშაოებში, ფორმალურ და არაფორმალურ დისკუსიებში. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა