|
  • EUR 1 = GEL 2.9204
  • USD 1 = GEL 2.4844
|

,,ევროპული საქართველოს“ ქუთაისის საკრებულოს სიის პირველი ათეული

,,ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ქუთაისის საკრებულოს პროპორციულ სიის სათავეში მერობის კანდიდატი დავით გოგისვანიძეა.  გენდერული პრინციპების დაცვით, სიის პირველ ათეულში 3 ქალბატონია.

სიაში არ გვხვდება ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი გია თევდორაძე.  ის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს. თევდორაძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში, როგორც კანდიდატი არ მონაწილეობს, რადგან მიაჩნია, რომ სხვებს უნდა მისცეს შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალება.

"როგორც სპორტში, ასევეა პოლიტიკაში, გუნდი სრული შემადგენლობით არ გამოდის მოედანზე, მე ვრჩები მოედნის ხაზთან და ჩემს მეგობრებთან ერთად ვიბრძოლებ წარმატებული შედეგისათვის",-განუცხადა თევდორაძემ "ნიუპრესს".

,,ევროპული საქართველო" საარჩევნო ბლოკის სახით იღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ქუთაისის საკრებულოს პროპორციული  სიის  პირველი ათეული ასე გამოიყურება.  

 

1

გოგისვანიძე დავითი

2

ქუმელაშვილი ნანა

3

დათუსანი ელისო

4

მაღლაკელიძე ანდრო

5

მეშველიანი მერაბი

6

ჩიხლაძე თეონა

7

ქორიძე კახა

8

გვამბერაძე რევაზი

9

ძოწენიძე ამირანი

10

ხუციშვილი გიორგი

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 20%
გაუარესდა - 60%
არ შეცვლილა - 20%
სულ - 85 ხმა