|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფაბიო მანინი: "აქ იმისთვის ვარ, რომ ვიყიდო და ვმართო ქუთაისის "ტორპედო"

  "აქ იმისთვის ვარ, რომ ვიყიდო და ვმართო  ქუთაისის ტორპედო" -აცხადებს იტალიელი ფაბიო მანინი, რომელიც რამდენიმე დღეა ქუთაისში იმყოფება და ქალაქის მერიასთან ქალაქის საფეხბურთო კლუბის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს  მართავს.

"აქ  იმისთვის ვარ, რომ ვიყიდო და ვმართო ქუთაისის ტორპედო. ქუთაისის მერიასთან განვიხილავ ამ საკითხს. ველოდებით,  რომ დავასრულოთ ეს შეთანხმება რაც შეიძლება მალე. მანამდე კი დავაზუსტეთ სპონსორის ვალდებულებები, რაც ჩვენ  გვაკისრია.  პირველ რიგში ინვესტიციას ჩავდებთ,  ჩვენ გვინდა რომ შევქმნათ კარგი კლუბი, რომ ეროვნულ ლიგაში საუკეთესო ფორმით წარვსდგეთ"- განაცხადა ფაბიო მანინიმ "ნიუპრესთან" საუბარში.

 შეგახსენებთ, "ტორპედოს" იტალიელი ინვესტორის გადაცემის მიზნით ქუთაისში მოლაპარაკებები, რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, ზუსტდება დეეტალები და ინვესტრორის ვალდებულებები.

საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების დასრულებამდე ქუთაისის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო კლუბი  მთავარმა მწვრთნელმა და წამყვანმა ფეხბურთელებმა უკვე დატოვეს.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა