|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის დამატებით 35 მილიონი ლარი დაიხარჯება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის 35 მილიონი ლარი ემატება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების საკითხის განხილვის დროს განაცხადა.

კაკაურიძის განცხადებით, აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით დამატებით გათვალისწინებულია 35 მლნ ლარი, მათ შორის ტექნიკის შეძენა - 20 მლნ ლარი, ხოლო საწამლი საშუალებების შეძენა - 15 მლნ ლარი.

„მოგეხსენებათ, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 14 მილიონი ლარი, თუმცა როდესაც დეტალურად განვიხილეთ ის ღონისძიებები, რაც უნდა განხორციელდეს მომდევნო წლის განმავლობაში, ჯამური თანხა შეადგენს, დაახლოებით, 48-49 მილიონ ლარს. წელს ჩვენ 15 მილიონ ლარს ვუმატებთ სამინისტროს შხამ-ქიმიკატების შესაძენად, პროცედურებს წელსვე დაიწყებენ და გარკვეული მოცულობით წელსვე შეიძენენ შხამ-ქიმიკატებს. მეორე მიმართულება, რაზეც თანხა ემატება, ეს არის ტექნიკა, რომელიც საჭირო იქნება საგაზაფხულო სამუშაობზე ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის. სპეციალური ტექნიკის შესაძენად ემატრება 20 მილიონი ლარი“, - განაცხადა კაკაურიძემ. 

 

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა