|
  • EUR 1 = GEL 3.0007
  • USD 1 = GEL 2.464
|

«ფეხბურთი სკოლებში“- საჯარო სკოლებში ახალი პროექტი იწყება

საჯარო სკოლებში სექტემბრიდან  ახალი პროექტი - «ფეხბურთი სკოლებში“ იწყება, რომელსაც  საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  ერთობლივად ახორციელებს. 


სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის პირველ ეტაპზე რეგიონების სკოლებში 1 000-მდე სპორტის მასწავლებელი უკვე გადამზადდა.
ისინი რეგიონების საჯარო სკოლებეში იმუშავებენ. ამით დაწყებითი კლასის მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ ფეხბურთი სრულიად უსასყიდლოდ შეისწავლონ.

მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში პედაგოგებს შესაბამისი ეკიპირება, ხოლო საჯარო სკოლებს, სრულფასოვანი სავარჯიშო პროცესის ჩასატარებლად საჭირო ყველა ინვენტარი გადაეცემათ. მასწავლებლები იმუშავებენ 1-2 კლასის მოსწავლეებთან

მასწავლებლების გადამზადებაზე იმუშავეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისმა ინსტრუქტორებმა.

ავტორი: ნიუპრესი